пятница, 26 марта 2010 г.
Porsche Boxster-ი სპაიდერი გახდა
კომპანია Porsche-მ გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია მოდელ Boxster-ის ახალ მოდიფიკაცია Spyder-ზე. როგორც ბრიტანული გამოცემა Car-ი იუწყება, ახალი მოდელი წარმოადგენს ყველაზე მსუბუქ და სწრაფ ღია მანქანაას Porsche-ს სხვა უსახურავო ავტომობილებს შორის, მისი მსოფლიო პრემიერა კი მიმდინარე წლის დეკემბერში, ლოს-ანჯელესის მოტორ-შოუზე შედგება.
Porsche Boxster სპაიდერმა მიიღო სხვაგვარი წინა ბამპერი, აგრეთვე ძარის უკანა ნაწილის ორიგინალური გაფორმება დიდი უკანა სპოილერით, ორი დიდი "გუმბათი" წინა სავარძლების წინ და შეცვლილი ჰაერშემკრებები უკანა ფრთებზე. ახალ მოდელს არ აქვს სახურავის დასაკეცი მექანიზმი, ხელით ყენდება რბილი ნაჭრის სახურავი, რომლის ერთი მხრე ფიქსატორით მაგრდება საქარე მინაზე, მეორე ბოლო კი – სალონის უკანა ნაწილში. ასეთი კონსტრუქცია სწრაფი სიარულის საშუალებას არ იძლევა. სამაგიეროდ მოხსნილი სახურავით Boxster Spyder-ის მაქსიმალური სიჩქარე 265 კმ/სთ-ია.
ავტომობილი აღიჭურვება 3,4-ლიტრიანი "ექვსიანით", რომლის სიმძლავრეც 10 ცხენის ძალით მეტია Boxster S-თან შედარებით და 320 ცხ/ძ-ს შეადგენს. აგრეთვე სპაიდერი როდსტერზე ორი მეათედი წამით სწრაფად აღწევს 100 კმ/სთ. სიჩქარეს – 4,8 წამში. აღსანიშნავია, რომ ავტომობილის მასა Boxster S-თან შედარებით 80 კილოგრამით შეამცირეს – 1275 კგ-მდე. გარდა ამისა მოდელმა მიიღო სპორტული საკიდარი.
მოსალოდნელია, რომ ევროპის ბაზარზე სპაიდერის გაყიდვები 2010 წლის თებერვალში დაიწყება. დიდ ბრიტანეთში ავტომობილის ფასი 44,6 ათასი ფუნტი სტერლინგიდან დაიწყება.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий