пятница, 26 марта 2010 г.
Audi TT-ს საიუბილეო ვერსია
]
გერმანული კომპანია Audi აგრძელებს საკუთარი 100 წლის იუბილეს აღინშვნას და კლიენტებს საჩუქრებს უმზადებს, რაც კომპანიას არც თუ ისე მცირე მოგებას მოუტანს.Audi-მ მოამზადა სპორტკარ TT-ეს სპეციალური სერია. იაპონიის ბაზარზე გამოვა კუპე 2-ლიტრიანი ძრავით TFSI, S-Line-ის კომპლექტაციით, რომელიც შემოთავაზებული იქნება ექსკლუზიური შეფერილობით – ცისფერი და ნარინჯისფერი. ძარის ფერის გარდა სპეცვერსიას ქარხნული Audi TT-საგან განასხვავებს: კარბონით გაწყობილი ინტერიერი, 19-დუიმიანი დისკები სპორტული საბურავებით, შავი ტყავის სავარძლები თეთრი გვირისტით. Audi TT 200 ცხენის ძალიანი ძრავით 100 კმ-სთ-მდე სიჩქარეს 6,5 წამზე ოდნავ მეტ დროში მიაღწევს, კუპეს მაქსიმალური სიჩქარე 240 კმ/სთ-ია.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий