пятница, 26 марта 2010 г.

გაბოლილი კუპე



ლოტუსელები თავს იწონებენ: მუქი შეფერვა ავტომობილს ბომბდამშენ Stealth-ს ამსგავსებს. მსგავსება იქით იყოს და ცალსახაა რომ ლოტუსისთვის ასეთი შეფერადება ნამდვილად არადამახასიათებელია.

ბრიტანულ-მალაიზიური ფირმა Lotus- და Alpina-ს "კანტორა" გერმანული ქალაქ ბუხლოე-დან აღმოჩნდნენ ერთადერთი საზღვარგარეთელი ავტომწარმოებლები, ვინც გაბედეს და ტოკიოს მოტორ-შოუზე ჩავიდნენ. ამომავალი მზის ქვეყნის მკვიდრთა გაოცებას ისინი ახალი მოდელით - Exige Scura-თი შეეცდებიან. მეორე სიტყვა დასახელებაში იტალიურად ნიშნავს "მუქი". და ის უეჭველი კომპანიის ახალი მმართველის დენი ბახარა-ს ლექსიკონიდანაა..
სულ 35 ავტომობილს დაამზადებენ. გაყიდვები ევროპაში, აზიაში, ახალ ზელანდიაში და ავსტრალიაშია დაგეგმილი. იაპონიისთვის ამ ავტომობილს სახელს შეუცვლიან და Exige Stealth-ი გახდება. ევროპაში მისი სავარაუდი ფასი 60 ათასი ევრო იქნება.
მაგალითისთვის, ლოტუსელებმა გაიხსენეს კოლინ ჩემპენის რჩევები და ავტომობილი გაახდუნეს. მასა დააგდეს კონსტრუქციაში ნახშირბადის გამოყენებით. მისგან აგებულია წინა და უკანა სპოილერები, ასევე სავარძლები. საერთო ჯამში Exige Scura-ს წონა 925 კგ. გამოვიდა. ეს 10 კგ.-ით მცირეა ვიდრე Exige S-ის წონა..
Exige Scura-ს შეიარაღებაში აქვს - "ტრეკშენ კონტროლი" ( ეს თითქმის იგივე ანტიბუქსირების სისტემაა. Traction control,TCS - ელექტროჰიდრავლიკური სისტემა ავტომობილში, განკუთვნილია წევის კარგვის საწინააღმდეგოდ, რასაც აღწევს წამყვანი თვლებზე უშუალო კონტროლით. ითვლება ABS-ის განვითარების შემდგომ ეტაპად, ბოლომდე ასრულებს ABS-ის ფუნქციას და დამატებით იცავს წამყვან თვლებს ბუქსირებისგან , სიჩქარის აღებისას და სრიალისას), რეგულირებადი ამორტიზატორები Ohlins.
ტოიოტას კომპრესული "ოთხიანი" 1.8 ლიტრიანი სამუშაო მოცულობით, 260 ცხენის ძალით, მაბრუნებელი მომენტით 236 ნიუტონ მეტრი და მექანიკური ექვსსაფეხურიანი სიჩქარეთა გადაცემათა კოლოფით ნასესხებია ყველაზე სწრაფი ლოტისისგან - Exige 260 Cup. ადვილი მისახვედრია რომ დინამიკა დონორისნაირი ექნება. ასამდე ასვლას მოდელი 4.1 წამში ახერხებს, მაქსიმალური სიჩქარე 245 კმ/სთ. ხოლო საწვავის საშუალო ხარჯი - 8.5 ლიტრია 100 კილომეტრზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий