пятница, 26 марта 2010 г.

განახლებული Mitsubishi Outlander-ი





კომპანია Mitsubishi Motors-მა აშშ-ში ოფიციალურად წარადგინა განახლებული კროსოვერი Outlander-ი. ამ ავტომობილმა მიიღო ძარის წინა ნაწილის ახალი გაფორმება, რომელიც სედან Lancer X-ის სტილშია შესრულებული, აგრეთვე ხელსაწყოების ახალი კომბინაცია და ნავიგაციის გაუმჯობესებული სისტემა მყარი დისკით.Mitsubishi Motors-ის ამერიკულ საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, განახლებული კროსოვერი აღიჭურვება Lancer Evolution-ის სრულამძრავიანი ტრანსმისის "შემსუბუქებული" ვერსიით S-AWC (Super All Wheel Control), ხოლო ტოპ-მოტორი – 3-ლიტრიანი ბენზინის "ექვსიანი" – ამჟამად 220-ის ნაცვლად 230 ცხ/ძ-ს ავითარებს, ამასთან ამ ძრავთან შეწყვილებულ ავტომატურ ტრანსმისიას გააჩნია ფუნქცია Idle Neutral Logic, რომელიც მანქანის გაჩერებისას ავტომატურად რთავს "N"-ს საწვავის ეკონომიისათვის.
სხვა ბაზრებზე Outlander-ი ძველებურად შემოთავაზებული იქნება 170 ცხ/ძ. სიმძლავრის 2,4-ლიტრიანი "ოთხიანით" და აგრეთვე პრესელექტიური "რობოტით" SST.
როდის გამოჩნდება Mitsubishi Outlander-ი ევროპაში ჯერჯერობით უცნობია.

Комментариев нет:

Отправить комментарий