воскресенье, 7 марта 2010 г.

ომპანია ”Pagani”-მ სუპერკარ ”Zonda Cinque”-ის ექსკლუზიური ვერსია შექმნა



ჟენევის ავტოშოუზე სუპერკარების მწარმოებელი ”Pagani”, მოდელ ”Zonda – Tricolore”-ის სპეციალურ მოდიფიკაციას წარადგენს, რომელიც იტალიური საპილოტო ჯგუფის ”Frecce Tricolori” საპატივცემულოდ შეიქმნა. კომპანია ამგვარი ავტომობილის ერთადერთი ეგზემპლარის გამოშვებას გეგმავს და გამოფენაზე წარდგენის შემდეგ მას 1,3 მლნ ევროდ გაყიდის.

სუპერკარის ტექნიკური მონაცემები არ შეიცვლება. ავტომობილი კომპანია AMG-ის 7,3-ლიტრიანი თორმეტცილინდრიანი ძრავით არის აღჭურვილი. მისი მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ია.


მომზადებულია auto.lenta.ru-ის მიხედვით.

1 комментарий: