воскресенье, 7 марта 2010 г.
თვალისმომჭრელი Aston Martin
საავტომობილო ტუნინგატელიე Boss-ის (ტანსაცმლისა და პარფიუმერიის ცნობილ მოდურ მარკაში არ აგერიოთ) სპეციალისტებმა თავისი ექსპერიმენტისათვის კლასიკური ბრიტანული სუპერკარი აირჩიეს. დიდი ძალისხმევის გარეშე მათ იმდენად გადაასხვაფერეს მოდელი, რომ მათი "ეკზერსისების"-ის შემდეგ (რომელიც ტიუნერებმა შეაფასეს არა მრგვალ, მაგრამ საკმაოდ გვარიან ფასად) მანქანა არა მარტო ავტომობილების არამედ ფუფუნების მოყვარულებსაც არ დატოვებს გულგრილს.
ვიღაც შეიძლება უკვე მიხვდა, რომ Aston Martin Boss Edition V8 Vantage-ი მხოლოდ და მხოლოდ ქრომით დაფარეს. ამასთან, ტიუნერებმა სპორტკარის მეორე ვერსიაც გააკეთეს – მქრქალი თეთრი კარბონის სახურავითა და კაპოტით.
თუმცა ატელიე Boss-ის მუშაობის დიდი ნაწილი დიზაინის შეცვლას მიეძღვნა, რაღაც ტექნიკური მიმართულებითაც შეიცვალა: მაგალითად, გადაკეთებულია გამოსაბოლქვი სისტემა, იუწყება TopSpeed-ი. ამჟამად ავტომობილის სალონი გაწყობილია ტყავით Nappa.
ზემოთ აღწერილ "გადაკეთებებში" ატელიეს სპეციალისტებმა 147780 დოლარი მოითხოვეს. ხოლო 24600 დოლარის დამატებით მანქანასთან ერთად შესაძლებელია განსაკუთრებული სანომრე ნიშნის შეძენა, რომელიც თითქოს ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ პიჟონი ან სულელი თუ გადაწყვეტდა ასეთი შენაძენის გაკეთებას.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий