воскресенье, 7 марта 2010 г.
დასახელდა ევროპის შვიდი საუკეთესო ავტომობილი
ევროპული კონკურსის "წლის ავტომობილი" ჟიურიმ დაასახელა შვიდი ფინალისტი, რომლებიც ყველაზე საპატიო წოდების "ევროპის წლის ავტომობილის" მოსაპოვებლად იბრძოლებენ. საუკეთესო შვიდეულში მოხვდნენ შემდეგი ავტომობილები:
1. Citroën C3 Picasso
2. Mercedes-Benz E-klasse
3. Opel/Vauxhall Astra
4. Peugeot 3008
5. Skoda Yeti
6. Toyota iQ
7. Volkswagen Polo
ჟიური, რომელშიც შედის 58 წამყვანი საავტომობილო ჟურნალისტი მსოფლიოს 22 ქვეყნიდან, აირჩევს ყველაზე ღირსეულ მოდელს. გამარჯვებული ამა წლის 30 ნოემბერს დასახელდება.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფინალში ერთდროულად ორი პატარა კროსოვერი მოხვდა (Skoda Yeti და Peugeot 3008), თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს რომ გამარჯვებული ერთ-ერთი მათგანი იქნება. კონკურსის შედეგები შესაძლოა ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფინალში ისეთი განსხვავებული ავტომობილებია როგორებიცაა დიდი და პრესტიჟული E-კლასის Mercedes-Benz-ი და პატარა Toyota iQ.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий