пятница, 5 марта 2010 г.
Mercedes-ის სუპერკარი
McLaren-ის ახალ სუპერკართან ერთად ინტერნეტში გამოჩნდა Mercedes-Benz-ის ანალოგიური ავტომობილის პირველი ფოტოსურათები – რა თქმა უნდა ლაპარაკია მოდელ SLS AMG Gullwing-ზე
ამ "მერსედესის" პრეზენტაცია შედგება რამოდენიმე დღეში, ფრანკფურტის ავტოსალონზე, თუმცა ამ დღესაც საკმაოდ ბევრი რამაა ცნობილი ამ მანქანაზე.
როგორც ადრე ვარაუდობდნენ, Mercedes-Benz-ის მოდელ SLS AMG Gullwing-ის დიზაინში ნათლადაა გამოსახული რეტრო და მოდერნ სტილების შეხამება. კომპანიაში განიზრახეს Mercedes-Benz SLS Gullwing-ისაგან შეექმნათ გასული საუკუნის 50-იანი წლების ლეგენდარული ავტომობილის Mercedes-Benz 300SL Gullwing-ის მემკვიდრე და კონცერნის დიზაინერებმა ეს შესძლეს.
SLS AMG Gullwing-ი, რომელმაც მიიღო "თოლიის ფრთების" მსგავსი კარები, აღიჭურვება 8-ცილინდრიანი, 6,2-ლიტრიანი ძრავით, რომელიც ანვითარებს 571 ცხ/ძ. სიმძლავრეს 6700 ბრ/წთ-ს დროს, მისი მაქსიმალური მბრუნავი მომენტი 600 ნმ-ია 4750 "ბრუნის" დროს. მსუბუქი ალუმინის ძარის წყალობით, ავტომობილის საერთო მასა სულ რაღაც 1620 კილოგრამია, რაც 2-ადგილიან SLS AMG Gullwing-ს საშუალებას აძლევს ნულიდან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარეს მხოლოდ 3.8 წამში მიაღწიოს (მაქსიმალური სიქარე – 315 კმ/სთ-ია).
მწარმოებლების ინფორმაციით ავტომობილის საშუალო ხარჯი 100 კმ-ზე შეადგენს 13 ლიტრს.
SLS AMG Gullwing-ის სერიული წარმოება მომდევნო წლის ბოლოს დაიწყება, მანქანის ფასი კი დაახლოებით 177000 ევრო იქნება.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий