пятница, 5 марта 2010 г.

2009 წლის უსწრაფესი ავტომობილები $100,000-მდე



სიჩქარის მანიით შეპყრობილთ ხშირად დიდი თანხების გაღება უწევთ საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად. 0-დან 100 კმ.სთ -მდე 2.46 წამში გინდათ ახვიდეთ? ეს 1,5 მილიონი ამერიკული დოლარი დაგიჯდებათ, ვინაიდან ამ აჩქარების მოცემა თქვენთვის მხოლოდ Bugatti Veyron-ს შეუძლია. დღესდღეობით, მომხმარებლები სიჩქარეს უყურებენ როგორც უფლებას და არა როგორც პრივილეგიას. ბუგატისთან შეჯიბრი ბუნებრივია ძნელია, რამოდენიმე ავტომწარმოებელს კი შეუძლია 100 000$-მდე შემოგთავაზოთ მანქანები, რომლებიც 0-დან 100 კმ/სთ-მდე ასვლას 2 წამით მეტს უნდებიან ვიდრე ვეირონი.

"ავტომობილების მომხმარებლების ყოველი შემდგომი თაობა, ცოტათი უკეთეს ავტომობილს იღებს", აღნიშნავს მაიკ ომოტოსო (Mike Omotoso), J.D. Power & Associates-ის მთავარი მენეჯერი. "მხოლოდ სუპერავტომობილებს შეუძლიათ 0-100 მდე ასვლა 4 წმ-ზე ნაკლებ დროში. დღესდღეობით 3.5 -დან ოთხ წამამდე ასვლა არის მხოლოდ დაშვების ფასი ამ სეგმენტში."

და ეს სეგმენტიც თანდათან ფართოვდება. დაბალი სპორტული მანქანები რომლებიც

რიცხვებს უკან

2009 წლის უსწრაფესი ავტომობილი რომ ვიპოვოთ 100 000$-მდე ფარგლებში, ჩვენ მარტივად გადავათვალიერეთ მონაცემები, რომლებსაც ავტომწარმოებლები იძლევიან. საუბედუროდ, არ არსებობს რაიმე სტანდარტი 0-დან-100-მდე დროის გასაზომად ავტო ინდუსტრიაში. მონაცემები შეიძლება იცვლებოდეს რამოდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, როგორებიცაა საბურავების ტიპი, გზის საფარი, ამინდი და ა.შ -- და ყველა მწარმოებელს თავისი სატესტო შესაძლებლობები აქვს. მიუხედავად იმისა, თუ როგორ ინფორმაციას გვაწვდიან მწარმოებლები, რეზულტატები მაინც არეულია: სპორტული მანქანები, მაღალი ლიტრაჟობის "მასქლ ქარები" და მაღალი ცხენის ძალიანი წარმომადგენლობითი კლასის სედანები.


"ხალხმა იცის ისეთი სახელები როგორიცაა ფერარი, და მილიონერების საკმარისი რაოდენობაა დედამიწაზე რომ ასეთ მანქანებზე მოთხოვნა იყოს. ეს ავტომობილები ძალსის და მემკვირდეობის კომბინაციაა, და ფერარის მომხმარებელი და კორვეტის მომხმარებელი არ არის ერთი და იგივე" - განმარტავს ომოტოსო


11. Lotus Elise SC

საბაზო ღირებულება: $54,500

0-100: 4.4 წამი

ცხენის ძალა: 218



*2008 მოდელი


Lotus-ი, 1950 წლიანების ბრიტანული ავტომწარმოებელია, რომელიც ნისანს არ ჩამორჩა, მისი დაბალი წონის გამო მისი ორი მოდელი მოხვდა ჩვენს სიაში: Lotus Elise SC და Lotus Exige S 240.

"ზოგი კომპანიები უკეთეს შედეგებს აღწევენ, იყენებენ რა უფრო მსუბუქ მატერიალებს" -- ამბობს ომოტოსო (Omotoso). "მსუბუქი მანქანები სწრაფები და ეკონომიურები არიან".

ორივე ავტომობილი საკმაოდ ნორმალური ფასი ღირს S 240 $65 000-ს უკაკუნებს, ამავე დროს მისი უმცროსი ძმა სადღაც 10 000$-ით ნაკლები ღირს. ორივე ძალიან სწრაფად ადის 0-დან 100 კმ/სთ-მდე და ორივე, მათი განსხვავებული დიზაინის გამო საკმაოდ დიდხანს ჩაგრჩებათ მეხსიერებაში.
7. (tie) Ford Mustang Shelby GT500KR

საბაზო ღირებულება: $88,575

0-100: 4.3 წამი

ცხენის ძალა: 540



*2008 მოდელი


ამერიკული კლასიკა

თუ პატარა ლოტუსი ზოგიერთებს სიჩქარის წყურვილს უკმაყოფილებს, ყოველთვის გამოჩნდებიან განახლებული ამერიკული კლასიკური მანქანები, რომლებიც მისნაირ ან ცოტა უკეთეს შედეგებს აჩვენებენ.

"ჯერ კიდევ არის ადგილი, ძველი კარგი ამერიკული "მასქლ ქარებისთვის"", ამბობს ომოტოსო, რომელსაც სჯერა რომ ასეთი ამერიკული ავტომობილების მოყვარული ენთუზიასტები კიდევ დიდხანს იქნებიან.
7. (tie) Mercedez-Benz E63 AMG

საბაზო ღირებულება: $88,575

0-100: 4.3 წამი

ცხენის ძალა: 507



2007 წლის მოდელი

Related Stories


სიჩქარე და კომფორტი

ხანდახან სიჩქარე ძალიან საინტერესო ნაზავის სახით გვხვდება ხოლმე, აი მაგალითად არსებობენ მოდელები, რომელზეც ერთი შეხედვით ვერ იტყვი რომ ისეთივე სწრაფები არიან როგორც ზემოთ ჩამოთვლილნი, არადა ისინი მართლა ძალიან სწრაფები არიან.



7. (tie) Mercedes-Benz CLS63 AMG

საბაზო ღირებულება: $97,175

0-100: 4.3 წამი

ცხენის ძალა: 507




2009 წელს Mercedes-Benz-ის სამი მოდელი მოხვდა ჩვენს სიაში. C63 AMG, Mercedes-Benz-ის საბაზო სედანი, რომელსაც უნდა აღინიშნოს რომ ყველაზე სუსტი ძრავი აქვს ჩვენს სიაში, მაგრამ 0-100 მდე ჩქარდება 4.3 წამში. შემდეგი მერსედესის მოდელი არის E63 AMG.

7. (tie) Mercedes-Benz C63 AMG

საბაზო ღირებულება: $57,175

0-100: 4.3 წამი

ცხენის ძალა: 451


6. Lotus Exige S 240

საბაზო ღირებულება: $64,890

0-100: 4 წამი

ცხენის ძალა: 240



2008 წლის მოდელი


4. (tie) Saleen Dark Horse Extreme Mustang

საბაზო ღირებულება: $90,000

0-100: 3.9 წამი

ცხენის ძალა: 620


4. (tie) Cadillac CTS-V

საბაზო ღირებულება: გამოუქვეყნებელია

0-60: 3.9 წამი

ცხენის ძალა: 556


Cadillac CTS-V 2009 ასევე შევიდა ამ სიაში. იგი 100-მდე ასვლას 3,9 წამს ანდომებს და მაქსიმალური სიჩქარე 305 კმ/სთ-ია.

3. Chevrolet Corvette Z06

საბაზო ღირებულება: $73,925

0-100: 3.7 წამი

ცხენის ძალა: 505


ავტომობილები რომლებიც თქვენ ვალებს გაზრდიან -- Corvette Z06, რომელიც 3.7 წამში ადის 0-100 მდე , და ასევე ორი მოდიფიცირებული Ford Mustang-ი. იმათთვის ვინც ნაკლებ ნოსტალგიურია, თუმცა ამერიკული სიმძლავრის შეძენის სურვილი კლავს, არის Dodge Viper (ჩვენს სიაში, სიმძლავრით მეორე ადგილოსანი) რომელიც 3.5 წმ-ში ფარავს 0-100 სიჩქარეს.

2. Dodge Viper SRT10

საბაზო ღირებულება: $89,520

0-100: 3.5 წამი

ცხენის ძალა: 600


1. Nissan GT-R R35

საბაზო ღირებულება: $79,090

0-100: 3.3 წამი

ცხენის ძალა: 480

Комментариев нет:

Отправить комментарий