пятница, 5 марта 2010 г.

აუდიმ ახალი სედანი A8 წარადგინა



ორშაბათს აშშ-ში სედან Audi A8-ს ახალი თაობის მსოფლიო პრემიერა შედგა. ეს ავტომობილი 75 მილიმეტრით გრძელი, 55 მმ-ით განიერი და 16 მმ-ით მაღალია წინამორბედთან შედარებით. მისი ძარა კი დამზადებულია ალუმინისაგან და 24 პროცენტით მყარია.ჯერჯერობით Audi A8-სთვის გათვალისწინებულია სამი ძრავა: ორი 8-ცილინდრიანი 4,2-ლიტრიანი აგრეგატი – ბენზინის (372 ცხ/ძ, 100 კმ/სთ-მდე სიჩქარეს 5,7 წამში აღწევს) და დიზელის (350 ცხ/ძ, 100 კმ/სთ. 5,5 წამში), აგრეთვე ერთი 6-ცილინდრიანი დიზელი (3,0-ლიტრიანი, 247 ცხ/ძ, 100 კმ/სთ. 6,6 წამში). ტრანსმისია – ახალი რვასაფეხურიანი ავტომატი ZF.
გარდა ამისა, A8-ს ყველა ვერსია უკვე საბაზო კომპლაქტაციაში მიიღებს სრულამძრავიან ტრანსმისია quattro-ს, ღერძებსშორისი დიფერენციალით Torsen, (წინა და უკანა ღერძებს შორის მბრუნავი მომენტი ნაწილდება პროპორციით 40/60) და მექატრონულ შასის Audi Drive Select. გარდა ამისა ძვირ მოდიციკაციებს დაუყენებენ ახალ ადაპტირებულ პნევმოსაკიდარს.
უფრო ხელმისაწვდომი მოტორებისა და ძლიერი ვერსიების (ძრავებით - V10 და W12) გამოჩენა 2011 წლამდეა მოსალოდნეელი.
ახალი სედანი აღიჭურვება ახალი უსაფრთხოებისა და გასართობი სისტემების მთელი ნაკრებით. კერძოდ, ავტომობილი მიიღებს ავარიის გამაფრთხილებელ სისტემას Pre Sense, რომელიც შესძლებს არა მხოლოდ მოამზადოს მძღოლი და მგზავრები გარდაუვალი შეჯახებისათვის, ფანჯრების დაკეტვითა და უსაფრთხოების ღვედების დაჭიმვით, არამედ აკონტროლოს სივრცე ავტომობილის გარშემო,…რაც საშუალებას იძლევა აირიდოს შეჯახება დაბალი სიჩქარის დროს. გარდა ამისა, A8 მიიღებს ღამით ხედვის სისტემას, სავალ ნაწილზე ფეხით მოსიარურეთა გარჩევის სისტემას, ადაპტირებულ კრუიზკონტროლს, დიოდის წინა ფარებს და ა.შ.
A8-ზე შედგება აგრეთვე მულტიმედიური კომპლექს MMI-ის მომავალი თაობის დებიუტი ნავიგაციური რუკის სამგანზომილებიანი მოდელით, რომელიც მოთავსებულია გადაცემათა კოლოფის სელექტორის ქვემოთ – მძღოლი შესძლებს ~დახატოს~ მასზე ციფრები ან ასოები, აკრიფოს ტელეფონის ნომერი ან შეიყვანოს მისამართი ნავიგაციურ სისტემაში.

ახალი თაობის Audi A8-ს გაყიდვები 2010 წლის მარტში დაიწყება. საბაზო ავტომობილი 3-ლიტრიანი დიზელით ევროპაში დაახლოებით 59000 ევრო ეღირება, ხოლო ვერსია ბენზინის V8 მოტორით 65000 ევროს მიაღწევს.

Комментариев нет:

Отправить комментарий