пятница, 5 марта 2010 г.
Nissan-მა განახლებული Qashqai წარადგინა
პარასკევს უცხოურ საინფორმაციო საშუალებეში კროსოვერ Nissan Qashqai-ს განახლებული ვერსიის ფოტოსურათები გამოჩნდა. ავტომობილმა მიიღო მოდერნიზებული დიზაინის ძარა, აგრეთვე მცირე ცვლილებები ინტერიერში და ხელსაწყოების ახალი პანელი.რესტაილინგი შეეხო, როგორც ჩვეულებრივ Qashqai-ს, ასევე მის დიდ ვერსიას Qashqai+2-ს. განახლებული მოდელი ადვილად ამოიცნობა უფრო წვრილი წინა ფარებით, წაგრძელებული, რელიეფური კაპოტით, აგრეთვე რადიატორის ახალი ბადითა და ორიგინალური წინა ბამპერით. შეიცვალა უკანა ფარები – მას დაემატა დიოდური სექციები – და უკანა ბამპერი.
Qashqai-ს სალონში გაჩნდა ახალი, უფრო დახვეწილი ხელსაწყოების პანელი, ცენტრში დიდი თხევადკრისტალური დისპლეით, რომელზეც გამოვა ბორტკომპიუტერის ინფორმაცია, მონაცემები საწვავის მარაგზე და ავტომატური ტრანსმისიის მუშაობის რეჟიმის მაჩვენებელი. კიდევ რა ცვლილებები მოხდება იაპონური კროსოვერის ინტერიერში ჯერჯერობით უცნობია.
სამაგიეროდ ცნობილია, რომ Qashqai მიიღებს ძარის ორ ახალ ფერს (იხ. ფოტო) და ახალ 105 ცხ/ძ. სიმძლავრის 1,5-ლიტრიან ტურბოდიზელს.
რესტაილინგური კროსოვერი ევროპის ბაზარზე 2010 წელს გამოჩნდება.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий