пятница, 5 марта 2010 г.
ტიუნინგებული "შევროლე"
დანიურმა დიზაინ-ატელიემ - Hermann and Brandt - და ბრიტანულმა ტიუნინ-კომპანიამ, რომლის სახელწოდებაც ამ ეტაპზე უცნობია, კუპეს - Chevrolet camaro-VR Camaro - სპეციალური ვერსია მოამზადეს. ავტომობილს ძარას განახლებული ვერსია აქვს - წინა ბამპერზე ორიგინალურად შესრულებული ჰაერცხაურებით, რომელიც სუპერავტოს - Lamborghini Reventon - სტილშია შესრულებული. მანქანას კარბონის უკანა დიფუზორი, 70-იანი წლების Pontiac Trans-Am-ის სტილის უკანა სპოილერი და 22-დუიმიანი ალუმინის შენადნობის ბორბლების დისკები აქვს. კუპე სუპერავტო Chevrolet Corvette ZR1-ის 6,2-ლიტრიანი, 8-ცილინდრიანი ძრავათია აღჭურვილი. აგრეგატს 6-საფეხურიანი სიჩქარის გადაცემათა მექანიკური კოლოფით ან "ავტომატით" მუშაობა შეუძლია. VR Camaro მძლავრი, წინა ღერძზე 410-მმ-ის, ხოლო უკანაზე 385 მმ-ის დისკების მქონე სამუხრუჭე მექანიზმებით დაკომპლექტდება. kupe VR ჩამარო სპეციალურად დიდი ბრიტანეთის ბაზრისთვისაა შემუშავებული. ავტომობილი მხოლოდ თეთრად ან შავად შეიღებება. სიახლის ღირებულება სავარაუდოდ, 50 ათასი გირვანქა სტერლინგი იქნება.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий