пятница, 5 марта 2010 г.
ამერიკელებმა 2008 წლის იდეალური ავტომობილი დაასეხელეს
ამერიკულმა კომპანია AutoPacific, ავტომოყვარულთა გამოკითხვის შედეგად შეადგინა გასული წლის საუკეთესო ავტომობილების რეიტინგი"Ideal Vehicle Award 2008" სხვა და სხვა კატეგორიებში.
პრემიუმ კლასის გამარჯვებულ მოდელად დასახელდა S-კლასის Mercedes-Benz-ი, საიმიჯო მოდელებს შორის ლიდერობა ერგოთ - Cadillac CTS და Volvo C70, ამ შემთხვევაში გამოკითხვის მონაწილეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს როგორც, სისწრაფე აგრეთვე კომფორტი და სალონის დიზაინი. საუკეთესო საშუალო ზომის ლუქს ავტოდ დასახელდა Volvo S40, მიმზიდველი დიზაინისა და შვედური მოდელისათვის დამახასიათებლი უსაფრთხოების დონით. ამავე ბრენდის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა Volvo C30-მა მიიღო AutoPacific-ის ჯილდო როგორც საუკეთესო საიმიჯო და კომპაქტური ავტო.
იდეალურ კომპაკტ-კარად დასახელდა Volkswagen Golf, ხოლო ყველაზე ეკონომიურ ავტომობილად - Nissan Tiida.”
იდეალური პრემიუმ სპორტკარი”-ს წოდება ერგო: Porsche – Cayman, 911და Boxster-ს. საუკეთესო კომპაქტური პიკაპები Ford Explorer და Ford Expedition.იდეალური საშუალო ზომის სპორტული ყველგანმავალი: Kia Sorento და Jeep Cherokee, ამავე კტეგორიაში პრემიუმი: Chevrolet TrailBlazer. იაპონური Suzuki Grand Vitara დასახელდა იდეალურ კროსოვერად, ხოლო Audi Q7 - როგორც საუკეთესო ლუქსური პრემიუმ-კროსოვერი.
რაც შეეხება სპორტულ ავტომობილებს, ერთპიროვნულად Mazda MX-5 ლიდერობს.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий