вторник, 30 марта 2010 г.
Brabus SV12 R-ის პრემიერა
მარკა Mercedes-Benz-ის დამუშავებაზე სპეციალიზირებულმა გერმანულმა ტუნინგ-ატელიე Brabus-მა განაცხადა, რომ ახალი SV12 R-ის მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის ავტოსალონზე შედგება. ეს მანქანა აწყობილია Mercedes-Benz S 600-ის ფეისლიფტინგური ვერსიის ბაზაზე და აღჭურვილია 12-ცილინდრიანი, 6,3-ლიტრიანი ორტურბინიანი ძრავით.
Brabus-ში სედანმა მიიღო ძრავის გაციების გაუმჯობესებული სისტემა, ძრავის მართვის ახალი ელექტრონული ბლოკი და უჟანგავი მასალისგან დამზადებული გამოსაბოლქვი სისტემა.
აგრეგატის სიმძლავრე შეადგენს 750 ცხ/ძ-ს, რაც 20 ცხ/ძ-ით მეტია SV12 S-თან შედარებით, მბრუნავი მომნტი კი – 1100 ნმ-ია. 0-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარეს Brabus SV12 R სულ რაღაც 4 წამში აღწევს, 0-დან 200 კმ/სთ-მდე კი 11,9 წამში. მანქანის მაქსიმალური სიჩქარე შეზღუდელია ნიშნულზე 340 კმ/სთ.
ავტომობილი აღჭურვილია აგრეთვე 12-დგუშიანი წინა და 6-დგუშიანი უკანა სუპორტებით. მწარმოებლებმა ავტომობილი მონათლეს, როგორც "ყველაზე სწრაფი და მძლავრი მოძრავი ოფისი". Brabus SV12 R-ის ფასი ჯერჯერობით უცნობია.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий