пятница, 26 марта 2010 г.

Lamborghini Reventon-ი სახურავის გარეშე





ხუთშაბათს, საიტ Worldcarfans-ის განკარგულებაში აღმოჩნდა სუპერკარ Lamborghini Reventon-ის ღია ვერსიის ოფიციალური ფოტოსურათები, რომელსაც მხოლოდ 20 ეგზემპლარად გამოუშვებენ. ამ ავტომობოლის მსოფლიო პრემიერა შედგება მომავალ კვირას ფრანკფურტის საერთაშორისო გამოფენაზე. აღსანიშნია, რომ კუპეც სწორედ ამავე გამოფენაზე წარადგინეს 2 წლის წინ.
ტექნიკური თვალსაზრისით როდსტერი Lamborghini Reventon-ი არაფრით არ იქნება განსხვავებული კუპესაგან. სიახლე აღიჭურვება 650 ცხ/ძ-ის 6,5 ლიტრიანი თორმეტცილინდრიანი ძრავით, რომელიც იმუშავებს წყვილში ექვსსაფეხურიან რობოტიზირებულ კოლოფთან e-gear. ავტომობილს ნულიდან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარის მისაღწევად 3,4 წამი დასჭირდება, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 340 კმ/სთ-ს შეადგენს.
წინასწარი მონაცემებით როდსტერი Lamborghini Reventon-ი მყიდველებს 1,2 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

Комментариев нет:

Отправить комментарий