вторник, 30 марта 2010 г.
Mercedes-Benz-ის განახლებული ლიმუზინი S-Class Pullman
კომპანია Mercedes-Benz-მა დაიწყო ლიმუზინის S-Class Guard Pullman-ის განახლებული ვერსიის გამოცდა. ამ ინფორმაციას ადასტურებს ავტომობილის ჯაშუშური ფოტოსურათები, რომლებიც გამოჩნდა საიტზე Worldcarfans.
განახლებულ Pullman-ს წინამორბედისაგან განასხვავებს მხოლოდ შეცვლილი წინა და უკანა ფარები დიოდის ნათურებით, განსხვავებული წინა ბამპერი და გამოსაბოლქვი სისტემის მილები.
ბრონირებული ლიმუზინი Mercedes-Benz S-Class Pullman, რომლის სიგრძე თითქმის 6,4 მეტრს, ხოლო წონა – ორ ტონას შეადგენს, აღიჭურვება 517 ცხ/ძ. სიმძლავრის, 5,5-ლიტრიანი, V12 ძრავით ორმაგი ტურბოდაბერვით. ინფორმაცია ავტომობილის დინამიურ მახასიათებლებზე არ გახმაურებულა, თუმა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ძარის დამატებითი დაცვის გამო ჩვეულებრივ S-Class-ის სედანთან შედარებით ცოტა დაბალი იქნება.
ლიმუზინმა მიიღო B6/B7 სტანდარტის დაცვა და შეუძლია დაიცვას მგზავრი არა მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლისას, არამედ ხელყუმბარის აფეთქების დროსაც კი. ავტომობილი აგრეთვე აღჭურვილია საწვავის სპეციალური ავზით, რომელსაც გააჩნია ნახვრეტის გადაფარვისა და ხანძრის ჩაქრობის ავტომატური სისტემები და საბურავებით, რომლის სრულად დაშვების შემთხვევაშიც კი შესაძლებელია მოძრაობის გაგრძელება.
როდის გეგმავს Mercedes-Benz ამ ავტომობილის გაყიდვების დაწყებას ჯერჯერობით უცნობია.
Volkswagen Golf VI GTI-ის ტუნინგი ABT Sportsline-ისაგან
უკვე 33 წელია, რაც ორი აბრევიატურა ABT და GTI ერთიანდება სწრაფ და კაშკაშა ავტომობილების ძარაზე. ხოლო 50 წელია, რაც ABT Sportsline-ის გერმანელი სპეციალისტები კონცერნ Volkswagen-ის ავტომობილების ტუნინგით არიან დაკავებული და სწორედ იუბილესთვის საგანგებოდ შექმნეს ახალი Golf VI GTI-ის დამუშავებული ვერსია.
დატუნინგების პროგრამა გულისხმობს სტანდარტული 210 ცხ/ძ. სიმძლავრის გაზრდას 260 ცძ/ძ-მდე, ხოლო ტურბოდამჭირხვნელის წყალობით "დამუხტული" ჰეჩბეკის სიმძლავრე შესაძლოა 300 ცხ/ძ-მდე გაიზარდოს.
საკიდარის დარეგულირებამ სიმძიმის ცენტრის 33 მმ-მდე შემცირება გამოიწვია, ამის გამო GTI ნაკლებად იხრება და უფრო მყარად დგას ასფალტზე. ABT-ს ახალი მუხრუჭების დახმარებით კი საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია სიჩქარის შემცირება სწრაფად და დროულად.
დამუშავების პროგრამაში შევიდა პლასტიკისაგან დამზადებული ძარის ელემენტებიც, რომლის წყალობითაც ABT-ს ახალი პროდუქტი – რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს – არ აგერევათ "ჩვეულებრივ" GTI-ში.
ახალი Chevrolet Corvette 3 წლის შემდეგ გამოჩნდება
კონცერნმა General Motors-მა, რომელიც ახალი Chevrolet Corvette-ის გამოშვებას 5 წლის შემდეგ აპირებდა, ოფიციალურად განაცხადა თავისი გეგმების შესახებ, ახალი თაობის სუპერკარს 2012 წლის აპრილში წარადგენენ. ამ ინფორმაციას ავრცელებს საიტი Corvette Blogger.
წინასწარი მონაცემებით, ახალი თაობის Chevrolet Corvette კვლავ წინაძრავიანი იქნება, გამოიყენებენ კარბონს, ალუმინს დი მაგნიუმს, მისი დიზაინი კი წლის დასაწყისში, ჩიკაგოს მოტორშოუზე წარდგენილი კონცეპტკარ Stingray-ს სტილში იქნება შესრულებული. ავტომობილი აღიჭურვება ახალი ძრავით (სავარაუდოდ, მექანიკური დამჭირხვნელით), რომლის მოცულობაც ბოლო თაობის "კორვეტთან" შედარებით ნაკლები იქნება. გარდა ამისა, კომპანიაში განიხილავენ სიჩქარეთა გადაცემის რობოტიზირებული კოლოფის დაყენების შესაძლებლობას.
ბოლო თაობის Chevrolet Corvette-ი ბაზარზე 2005 წელს გამოჩნდა. მანქანა შემოთავაზებულია 430 და 638 ცხ/ძ. სიმძლავრის, 6,2- და 7,0-ლიტრიანი 8-ცილინდრიანი ძრავებით, რომლებთანაც შეწყვილებულია ექვსსაფეხურიანი ავტომატური ან მექანიკური გადაცემათა კოლოფი.
შეგახსენებთ, რომ ადრე GM-მა განაცხადა, რომ უახლოესი 2 წლის განმავლობაში გეგმავს ბაზარზე გამოუშვას Chevrolet-ს კიდევ 10 ახალი მოდელი.
კონცეპტი - BMW 250tti
ირანელი ემილ ბედალი (Emil Baddal) კვლავაც გვახარებს ავტომობილის დიზაინის თავისებური - უცნაური და თანამედროვე ხედვით.
მისი წინა ნამუშევრები - Lamborghini, Ferrari და BMW - რომლებიც ჯერ კიდევ 2009 წლის მაისში წარმოადგინეს, ძალიან ორიგინალურები გახლდათ.
ამჯერად, მისი ნამუშევარი რეალობასთან ბევრად უფრო ახლოს დგას. ირანელი დიზაინერის უკანასკნელი ნამუშევარი ამ დროისათვის გახლავთ სპორტული კონცეპტი - BMW 250tti. ავტომობილი ემილისათვის დამახასიათებელ ფუტურისტულ სტილშია შესრულებული, თუმცა საკმაოდ რეალურიც, თუკი რამდენიმე დეტალს არ ჩავთვლით.
დიზაინის მხრივ რამდენიმე შესწორების შედეგად 250tti-ს შესაძლოა მომავალი წარმოებაც „ემუქრებოდეს". სავარაუდოდ, სწორედ ამის იმედი აქვს ემილსაც.
Ferrari სამშობლოს სახელით
იტალიური კომპანიის კონსტრუქტორები თავიანთი მოდელების წარმომავლობას მხოლოდ დიზაინით, ტექნიკით ან ტემპერამენტით კი არა, მათი სახელწოდებითაც
უსვამენ ხაზს. ასე მოევლინა ავტოსამყაროს "ფერარის" მოდელები: Enzo, Maranello, Modena, Testarossa, Fiorano... მაგრამ ახალი მოდელისთვის სახელის შერჩევაზე, რომელმაც F- 430-ის ადგილი უნდა დაიკავოს, იტალიელებს ბევრი ფიქრი აღარ დაუწყიათ და მას Ferrari 458 Italia უწოდეს. აქამდე, აპენინის ნახევარკუნძულზე დამზადებულ სუპერკარებს ასე აშკარად არასდროს გაუსვამთ ხაზი საკუთარი წარმომავლობისთვის.
ბუნებრივია, რომ ასეთი სახელის მქონე მოდელზე მუშაობისას იტალიელმა კონსტრუქტორებმა განსაკუთრებულად მოინდომეს. Italia მართლაც ფანტასტიკური დიზაინით გამოირჩევა და წინამორბედისგან, უკანა მაშუქების გარდა, ზომებითა და სიმძლავრითაც განსხვავდება. ერთი შეხედვით იქმნება შთაბეჭდილება, რომ ახალი მოდელი F-430-ზე მოკლეა, სინამდვილეში კი, ის 15 მმ-ით გრძელი და 14 მმ-ით ფართოა. ინჟინრები განსაკუთრებით ამაყობენ სტაბილიზაციის ახალი სისტემით F1-თრაც და ბლოკირებადი დიფერენციალით E-Diff3, რომლებიც ისევ ერთობლივად და გაცილებით ეფექტურად მოქმედებენ. ახალია ძრავაც: 4,5 ლიტრი სამუშაო მოცულობის ძრავას 570ცხ/ძალის განვითარება შეუძლია (წინამორბედის მაქსიმუმი 490 "ცხენი" იყო), 100 კმ/სთ-ს კი, 4 წამის ნაცვლად, ახლა უკვე 3,4 წამში კრეფს... შემცირებულია ავტომანქანის წონაც - 1380 კგ-იანი "458" წინამორბედზე 70 კგ-ით მსუბუქია, რაც საწვავის ხარჯზეც აისახა: Ferrari 458 Italia შერეულ ციკლში 100 კმ-ზე, სულ რაღაც, 13,7 ლიტრ ბენზინს მოითხოვს, მაშინ, როცა F430 - 18,3 ლიტრს ხაპავდა...
Подписаться на:
Сообщения (Atom)