вторник, 30 марта 2010 г.

ახალი Chevrolet Corvette 3 წლის შემდეგ გამოჩნდება





კონცერნმა General Motors-მა, რომელიც ახალი Chevrolet Corvette-ის გამოშვებას 5 წლის შემდეგ აპირებდა, ოფიციალურად განაცხადა თავისი გეგმების შესახებ, ახალი თაობის სუპერკარს 2012 წლის აპრილში წარადგენენ. ამ ინფორმაციას ავრცელებს საიტი Corvette Blogger.
წინასწარი მონაცემებით, ახალი თაობის Chevrolet Corvette კვლავ წინაძრავიანი იქნება, გამოიყენებენ კარბონს, ალუმინს დი მაგნიუმს, მისი დიზაინი კი წლის დასაწყისში, ჩიკაგოს მოტორშოუზე წარდგენილი კონცეპტკარ Stingray-ს სტილში იქნება შესრულებული. ავტომობილი აღიჭურვება ახალი ძრავით (სავარაუდოდ, მექანიკური დამჭირხვნელით), რომლის მოცულობაც ბოლო თაობის "კორვეტთან" შედარებით ნაკლები იქნება. გარდა ამისა, კომპანიაში განიხილავენ სიჩქარეთა გადაცემის რობოტიზირებული კოლოფის დაყენების შესაძლებლობას.
ბოლო თაობის Chevrolet Corvette-ი ბაზარზე 2005 წელს გამოჩნდა. მანქანა შემოთავაზებულია 430 და 638 ცხ/ძ. სიმძლავრის, 6,2- და 7,0-ლიტრიანი 8-ცილინდრიანი ძრავებით, რომლებთანაც შეწყვილებულია ექვსსაფეხურიანი ავტომატური ან მექანიკური გადაცემათა კოლოფი.
შეგახსენებთ, რომ ადრე GM-მა განაცხადა, რომ უახლოესი 2 წლის განმავლობაში გეგმავს ბაზარზე გამოუშვას Chevrolet-ს კიდევ 10 ახალი მოდელი.

Комментариев нет:

Отправить комментарий