вторник, 30 марта 2010 г.

Mercedes-Benz-ის განახლებული ლიმუზინი S-Class Pullman




კომპანია Mercedes-Benz-მა დაიწყო ლიმუზინის S-Class Guard Pullman-ის განახლებული ვერსიის გამოცდა. ამ ინფორმაციას ადასტურებს ავტომობილის ჯაშუშური ფოტოსურათები, რომლებიც გამოჩნდა საიტზე Worldcarfans.
განახლებულ Pullman-ს წინამორბედისაგან განასხვავებს მხოლოდ შეცვლილი წინა და უკანა ფარები დიოდის ნათურებით, განსხვავებული წინა ბამპერი და გამოსაბოლქვი სისტემის მილები.
ბრონირებული ლიმუზინი Mercedes-Benz S-Class Pullman, რომლის სიგრძე თითქმის 6,4 მეტრს, ხოლო წონა – ორ ტონას შეადგენს, აღიჭურვება 517 ცხ/ძ. სიმძლავრის, 5,5-ლიტრიანი, V12 ძრავით ორმაგი ტურბოდაბერვით. ინფორმაცია ავტომობილის დინამიურ მახასიათებლებზე არ გახმაურებულა, თუმა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ძარის დამატებითი დაცვის გამო ჩვეულებრივ S-Class-ის სედანთან შედარებით ცოტა დაბალი იქნება.
ლიმუზინმა მიიღო B6/B7 სტანდარტის დაცვა და შეუძლია დაიცვას მგზავრი არა მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლისას, არამედ ხელყუმბარის აფეთქების დროსაც კი. ავტომობილი აგრეთვე აღჭურვილია საწვავის სპეციალური ავზით, რომელსაც გააჩნია ნახვრეტის გადაფარვისა და ხანძრის ჩაქრობის ავტომატური სისტემები და საბურავებით, რომლის სრულად დაშვების შემთხვევაშიც კი შესაძლებელია მოძრაობის გაგრძელება.

როდის გეგმავს Mercedes-Benz ამ ავტომობილის გაყიდვების დაწყებას ჯერჯერობით უცნობია.

Комментариев нет:

Отправить комментарий