пятница, 26 марта 2010 г.
Mercedes-Benz CLK GTR
RM Auctions-აუქციონმა, რომელიც უნიკალური ავტომობილების გაყიდვითაა დაკავებული, Mercedes-Benz CLK GTR-ს კუპე და როდსტერი გამოიყვანა გასაყიდად.
ავტომობილები იწარმოება სპორტული ქვეგანყოფილება HWA-ს მიერ. თავდაპირველად, 2005 წელს, შეიქმნა კუპე - CLK GTR, 1 წლის შემდეგ კი მისი ღია ვერსიაც გამოვიდა.
მოდელის სრულმა ტირაჟმა 25 ეგზემპლიარი შეადგინა - მათ შორის 20 კუპე და 5 როდსტერი გახლდათ. ავტომობილები შექმნილია FIA-მოთხოვნების შესაბამისად. CLK GTR-ს სალონიც კი სარბოლო ავტომობილის იმიტაციაა.
სპორტქარები 12-ცილინდრიანი და 6,9 ლ მოცულობის მქონე ძრავებითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 612 ცხ.ძ გახლავთ. მათთან ერთად მოდელში იხილავთ 6-საფეხურიან გადაცემათა სეკვენტალურ კოლოფს საჭისქვედა შემონაფენებით. Mercedes-Benz CLK GTR-მ დამოუკიდებელი წინა და უკანა პადვესკაც მიიღო გაორმაგებულ ჯვარედინა ბერკეტებზე და სამუხრუჭე სისტემა ანტიბლოკირების სისტემით.
გასაყიდად გამოყვანილი ორივე რარიტეტი ახალია: კუპის სრული გარბენი 25 კმ გახლავთ, როდსტერის ოდომეტრი კი 34 კმ-ს უჩვენებს. Mercedes-Benz CLK GTR-კუპის ღირებულება 410-440 ათასი ევრო გახლავთ, როდსტერის კი - 476-554 ათასი ევრო. 1 წლის წინ კი ავტომობილები 1 და 1,3 მლნ ევროდ იყიდებოდა.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий