пятница, 26 марта 2010 г.
ბენტლის სპეცვერსია Continental Series 51
პრემიუმ-კლასის ავტომობილის ბრიტანელი მწარმოებელი Bentley მდიდრულ სედან Mulsanne-სთან ერთად ამ კვირას ფრანკფურტის ავტოსალონზე წარადგენს სპეციალურ ვერსიას Continental Series 51-ს. მანქანის სახელში რიცხვი 51 აღნიშნავს Bentley-ს დიზაინ-ცენტრის დაარსების თარიღს კრუში, ჯონ ბლატჩის ხელმძღვანელობით, რომელის პასუხისმგებლობითაც შეიქმნა Continental-ის სულ პირველი მოდელები.
სპეცსერიის პირველი ეგზემპლარი იქნება კაბრიოლეტი Continental GTC, რომლის სალონიც გაწყობილია სამი სხვადასხვა ფერის მაღალხარისხიანი მასალით. ავტომობილი აღჭურვილია 20-დუიმიანი მსუბუქშენადნობი დისკებით.
სპეცვერსიის წინა ფრთებზე დატანილია დამღა "51". კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მომავალში მყიდველს შეეძლება შეუკვეთოს მოდელი ორ ფერში შეღებილი ძარით.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий